„რეალის“ კიდევ ერთი პრიორიტეტი სატრანსფერო ფანჯარაზე
როგორც ივარაუდება, ფლორენტინო პერესი მეტად საქმიანი იქნება 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
რა თქმა უნდა, „რეალის“ ნომერ პირველი პრიორიტეტი კილიან მბაპეს გაფორმება იქნება, თუმცა მადრიდელები მხოლოდ ფრანგის გადაბირებით არ შემოიფარგლებიან.
GOAL-ის ჟურნალისტის, მარიო კორტეხანას ინფორმაციით, სამეფო კლუბს დიდი სურვილი აქვს ანტონიო რუდიგერის შესაძლებლობებით შემადგენლობის უკანა ხაზის გაძლიერება. ფეხბურთელი „ჩელსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდება და შესაბამისად, უკვე 1-ლი ივლისიდან, თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს. „თეთრები“ მზად არიან, 12 მლნ. ევრო გადაუხადონ მას ყოველწლიურად. გერმანელისადმი ინტერესს „ბაიერნი“ და „პსჟ“-ც გამოხატავენ.
აღნიშნული ტრანსფეროს განხორციელების შემთხვევაში, „რეალს“ საკმაოდ სოლიდური დაცვითი ეშელონი ეყოლება - მილიტაო, ალაბა, ნაჩო და რუდიგერი.
BD
- 30 ნოემბერი 2021
- 871
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.