„რეალს“ ახალი მფარველი ჰყავს

წარმატების მისაღწევად მხოლოდ 1 ან 2 ფეხბურთელის ნაყოფიერი თამაში არ კმარა. საჭიროა ყველა რგოლის შესაბამის დონეზე ყოფნა.

„სევილიასთან“ დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „რეალის“ კარს უმაღლესი კლასის მოთამაშე იცავს. საკმაოდ დაძაბულ, რთულ და მნიშვნელოვან შეხვედრაში, ტიბომ ჯერ მე-14 წუთზე ითამაშა ნაყოფიერად, როდესაც რაფა მირს დუბლის შესრულების საშუალება არ მისცა (წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად დამძიმდებოდა მასპინძლების მდგომარეობა), ხოლო შემდეგ მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე, დიდებული რეაქციის წყალობით, 3 ქულა გაუნაღდა გუნდს.

პრიმერა დივიზიონის მასშტაბით შესრულებული სეივების რაოდენობის თვალსაზრისით, ბელგიელი მეკარე საუკეთესო მაჩვენებლით იწონებს თავს. 15 ტურის თავზე, მის ანგარიშზე უკვე 40 მოგერიება ირიცხება. მეორე ადგილს „სევილიას“ კიპერი ბონო და „ვილიარეალის“ მეცამეტე ნომერი რული იყოფენ (ორივეს 24-24), ხოლო შემდეგ ტერ შტეგენი (20), და იან ობლაკი (18) მოდიან.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „რეალის“ მეკარეზე უკეთესო ციფრები (19 სეივი), მხოლოდ მინოლეს („ბრიუგე“ - 22) და ატანასიადისს („შერიფი“ - 24) აქვთ.

შეიძლება ითქვას, „წმინდა იკერის“ შემდეგ, მადრიდელებს კურტუას სახით ახალი მფარველი ჰყავთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპისათვის, მის საიმედო და სტაბილურ ასპარეზობას არ აღიარებენ სათანადოდ. ლევ იაშინის ჯილდოს ნომინანტებს შორის ტიბო მხოლოდ მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო „ფიფას“ ვერსიით წლის საუკეთესო გოლკიპერის წოდებაზე, ის საერთოდ არ იძებნება პრეტენდენტებს შორის.

AS


1

30 ნოემბერი 2021 13:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ტიბო ძალიან საიმედოა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)