„რეალი“ - „ქამბექების“ მეფე
ის, რომ მატჩების შემოტრიალება კლუბის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია, მიმდინარე სეზონიც ცხადყოფს ამას.
პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის თავზე (ერთით ნაკლები ჩატარებული თამაში), „ბლანკოსში“ 10 მოგებას, 3 ფრესა და 1 მარცხს ითვლიან, თუმცა რომ არა ანჩელოტის შეგირდების თავდაჯერებულობისა და თავდადებული ასპარეზობის მაღალი დონე, შედეგი ნამდვილად განსხვავებული იქნებოდა.
არსებული მომენტისათვის, „თეთრებმა“ ე.წ. ქამბექის საშუალებით 10 ქულის დაბევება მოახერხეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია წლევანდელ ლა ლიგაზე. მეორე ადგილზე „ატლეტიკო“ იმყოფება 8 ქულით.
სიმტკიცის პირველი გამოვლენა ჩემპიონატის მეორე ტურშივე დაფიქსირდა, როდესაც მასპინძელ „ლევანტესთან,“ სტუმრები ჯერ 2-1 აგებდნენ, ხოლო შემდეგ 3-2-ს. საბოლოოდ კი, ვინისიუსის დუბლის წყალობით, მადრიდელები 1 ქულა წამოიღეს ვალენსიადან.
მე-4 ტურის პაექრობაში, უკვე „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ „სელტა“ ორჯერ დაწინაურდა ტაბლოზე (0-1, 1-2), თუმცა ადგილობრივებმა აღნიშნული არ აპატიეს ვიგოელებს, საერთო ჯამში 5 გოლი გაუტანეს.
საკმაოდ დრამატული გამოდგა მე-5 ტურის დაპირისპირება „მესტალიაზე,“ სადაც „თეთრები“ 86-ე წუთამდე მინიმალური ანგარიშით (1-0) მარცხდებოდნენ, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენამდე, ვინისა და ბენზემას ზუსტი დარტყმებით, 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.
და ბოლოს, განვლილი ტურის ჯახი „ბერნაბეუზე.“ „სევილიამ“ მე-12 წუთზე გახსნა ანგარიში, რასაც 31-ზე ბენზემამ უპასუხა, ხოლო 87-ე წუთზე, ვინიმ დიდებული გოლით გაახარა გულშემატკივრები.
აღნიშნული მკვეთრად ასახავს თუ რაოდენ ბრძოლსუნარიანი კოლექტივის ჩამოყალიბება შეძლო კარლო ანჩელოტიმ.
AS
- 30 ნოემბერი 2021
- 690
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.