ალ-ხელაიფი მბაპეზე ზეწოლას აგრძელებს
მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპე მოქმედ კლუბთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, პარიზელები მაინც არ ეგუებიან აღნიშნულ ფაქტს.
ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგმა ფეხბურთელმა რამდენჯერმე განუცხადა უარი ხელმძღვანელობას. მას 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით აქვს განზრახული „პსჟ“-ს რიგების დატოვება.
სამეფო კლუბის წარმომადგენლები უკვე 1-ლი იანვრიდან აპირებენ მოთამაშესთან უშუალო კომუნიკაციის დამყარებას. თითქოს ყველაფერი დღესავით ნათელია, მაგრამ „ოქროს ბურთის“ ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტ ნასირ ალ-ხელაიფის კომენტარიც მოწმობს, რომ ფლორენტინო პერესს დიდი ბრძოლა მოუწევს ტრანსფერის დასადასტურებლად: „ჩვენ ვამაყობთ მესით. ეს არის მე-7 ჯილდო მისთვის, ხოლო 1-ლი ჩვენთვის და იმედია არა უკანასკნელი, ვინაიდან სხვა დიდებული ფეხბურთელებიც ირიცხებიან შემადგენლობაში. კილიან მბაპეს უნდა „ოქროს ბურთის“ აღმართვა“ - დასძინა შეიხმა.
როგორც ჩანს, პარიზელები მბაპეზე ზეწოლის შანსს ხელიდან არ უშვებენ.
AS
- 30 ნოემბერი 2021
- 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.