„ოქროს ბურთი“ მესის ერგო, ბენზემა სამეულშიც ვერ მოხვდა
პარიზში „ოქროს ბურთის“ 2021 წლის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
„ფრანს ფუტბოლის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, 180 საერთაშორისო ჟურნალისტის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდო, კარიერის განმავლობაში მეშვიდედ, ლიონელ მესის ერგო.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამეულში ვერ მოხვდა კარიმ ბენზემა. ფრანგმა თავდამსხმელმა მხოლოდ მე-4 პოზიცია დაიკავა. მასზე წინ გავიდნენ ჟორჟინიო (მე-3) და რობერტ ლევანდოვსკი (მე-2).
არგენტინელმა 613 ქულა აიღო, პოლონელმა 580, იტალიელმა 460, ხოლო ფრანგმა 239.
- 30 ნოემბერი 2021
- 4 592
- 16