მიზეზი - რატომ ვერ ბრუნდება მოედანზე აზარი?
სანაკრებო ბატალიების დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ედენ აზარი დიდი იმედებით დაბრუნდა მადრიდში, თუმცა ამაოდ.
„ვალდებებასზე“ ვარჯიშის განახლების შემდეგ, ბელგიელ ნახევარმცველს მალევე დაუდგინდა მწვავე გასტროენტერიტის დიაგნოზი, რის გამოც „გრანადასთან“ და „შერიფთან“ გამართული პაექრობების გამოტოვება მოუხდა. გულშემატკივრები და სპეციალისტები „შვიდიანს“ ანდალუსიელების წინააღმდეგ ელოდებოდნენ განაცხადში, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. არსებულ მომენტამდე, მოთამაშე ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სრული დატვირთვით მუშაობას.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსის პარალელურად, აზარი კუნთის პრობლემებიც აწუხებდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, მისი საქმეში ხილვის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. აღსანიშნავია, რომ შეგირდის ტრავმიანობის შესახებ ცნობა, ჟურნალისტების წინაშე არ გაამხილა კარლო ანჩელოტიმ.
დიდი ალბათობით, ედენი „ატლეტიკთანაც“ თამაშგარეში იქნება. ერთი სიტყვით, „ბლანკოსის“ არშემდგარ ლიდერს ტოტალური უიღბლობა დაატყდა თავს.
DC
- 29 ნოემბერი 2021
- 1 593
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.