„რეალი“ მარჯვენა მცველის ძიებაშია
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამეფო კლუბი არა ერთი რგოლის გაძლიერებას ეცდება.
მადრიდელებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება დაცვის მარჯვენა ფრთის სრულფასოვნად დაკომპლექტება. ამ ეტაპისათვის, აღნიშნულ პოზიციაზე მხოლოდ დანი კარვახალი ირჯება, რომლის არ ყოფნის შემთხვევაშიც, ლუკას ვასკესს უწევს უკან დახევა.
Fichajes.net-ის ინფორმაციით, „რეალის“ ობიექტივში 20 წლის უკანახაზელი მოექცა. ჯერემი ფრიმპონგი სადებიუტო სეზონს ატარებს „ბაიერში“ და საკმაოდ წარმატებითაც. ფეხბურთელი შეუცვლელად ასპარეზობს ლევერკუზენელთა რიგებში და უკვე 1 გოლისა და 3 ასისტის დაბევება მოახერხა.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მეტად მოსწონთ ჰოლანდიელის სატრანსფერი ღირებულება - 20 მლნ. ევრო.
DC
- 29 ნოემბერი 2021
- 1 033
- 2