ბეილმა „რეალი“ წაშალა

28 აგვისტოს შემდეგ, გარეთ ბეილს სამეფო კლუბის მაისური აღარ მოურგია.

შემტევი ნახევარმცველი ახლოს იყო მოედანზე დაბრუნებასთან, მაგრამ სანაკრებო ბატალიების გამო, პროცესი დააჩქარა, რაც საკმაოდ ძირად დაუჯდა. მან 45 წუთი იასპარეზა ბელორუსების წინააღმდეგ და იქედან მოყოლებული, კვლავ სარეაბილიტაციო პროცესშია ჩართული.

ის, რომ უელსელისთვის „რეალი“ პრიორიტეტული არ არის, გულშემატკივრებისთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. მიუხედავად უქმობისა, ფეხბურთელი ოდნავადაც კი არ ცდილობს მხარდაჭერის გამოხატვას მოქმედი კლუბისა თუ თანაგუნდელების მიმართ. ფაქტობრივად, მისი ცხოვრებიდან სრულიად წაშლილია გუნდი.

სოციალურ ქსელ „თვითერზე,“ ბეილის უკანასკნელი გამოხმაურება „ბლანკოსთან“ დაკავშირებით, 15 აგვისტოთია დათარიღებული, ხოლო „ინსტაგრამზე,“ 23 აგვისტოთი. პირველ შემთხვევაში პოსტი „ალავესთან“ გამარჯვებას ეხება, ხოლო მეორე შემთხვევაში „ბეტისის“ ძლევას.

შეიძლება ითქვას, ბეილი უკვე დღეებს ითვლის, როდის გაუვა მის მადრიდულ კონტრაქტს ვადა, რათა ბოლომდე ჩაიხსნას ყოველგვარი პასუხისმგებლობა, რომელიც ისედაც არ აწუხებს დიდად.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)