„ატლეტიკის“ საშინელი ასპარეზობა „ბერნაბეუზე“
მიმდინარე კვირას (1-ელ დეკემბერს), გადადებული მატჩის ფარგლებში, „სანიაგო ბერნაბეუს“ ბასკები ესტუმრებიან.
ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, „სევილიას“ მსგავსად, არც „ატლეტიკს“ აქვს საამაყოდ საქმე, როდესაც სათამაშოდ „რეალის“ საფეხბურთო არენაზე გადის. 21-ე საუკუნეში, ბილბაოელებმა 21 პაექრობა გამართეს მადრიდში, საიდანაც მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გაამრჯვების დაბევება, ხოლო 18 შეხვედრაში მოგება მასპინძლებს დარჩათ (ბურთების შეფარდება 18-63-ზეა მათ საწინააღმდეგოდ).
უკანასკნელად, „ატლეტიკმა“ 2005 წლის 19 თებერვალს იზეიმა 3 ქულის აღება ესპანეთის დედაქალაქში. მაშინ, აღნიშნულ შემადგენლობას ერნესტო ვალვერდე ედგა სათავეში. რაც შეეხება სხვა პოზიტიურ შედეგებს, 2019-20 წ.წ. სეზონში, სტუმრებმა უგოლო ფრე გააგორეს „თეთრებთან,“ ხოლო 2017-18 წ.წ. სეზონში, ისინი ახლოს იყვნენ კიდევ ერთ ტრიუმფთან, თუმცა ინიაკი ვილიამსის მე-14 წუთზე გატანილ გოლს, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე უპასუხეს ადგილობრივებმა.
მიმდინარე სეზონში ბასკები 20 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ. მათ მთავარ პრობლემას წარმოადგენს შედეგიანობა. ამ მომენტისათვის, მარსელინოს დამოძღვრილები მხოლოდ 13 ზუსტ დარტყმას მოითვლიან, საიდანაც 2 მეტოქეების ანგარიშზეა (ავტო გოლი).
MARCA
- 29 ნოემბერი 2021
- 708
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.