ლოტიტო: ”კოლაროვი არ იყიდება”
მოულოდნელი პასუხი ”რეალსა” და ”მანჩესტერ სიტის”...
რომის ”ლაციოს” პრეზიდენტის თქმით, იგი არ აპირებს გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალის სხვა კლუბში დარჩენას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კლუბში ფინანსურად ყველაფერი რიგზეა.
სერბ მარცხენა მცველს, მადრიდის ”რეალსა” და სიტის უკავშირებდნენ, თუმცა კლაუდიო ლოტიტომ ყოველგვარ ჭორებს წერტილი დაუსვა და კატეგორიულად განაცხადა, რომ კოლაროვი არ იყიდება.
ამევე დროს, ლოტიტო აცხადებს, რომ კოლაროვის გასაყიდად, მყიდველმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არარეალური ფასი უნდა შესთავაზოს ”ლაციოს”.
”კოლაროვი? ის არ არის სატრანსფერო მარკეტზე, მაგრამ ძალიან დიდი ფასის შემთხვევაში, მის გაშვებაზე შეიძლება ვიფიქროთ” - აცხადებს პრეზიდენტი.
”ჩვენ დღესდღეობით კარგი ფინანსური სიტუაცია გვაქვს, ასე, რომ კოლაროვს ასე იოლად ვერ დავშორდებით”.
წყარო:goal.com
- 12 ივლისი 2010
- 1 388
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.