„რეალი“ 2:1 „სევილია“ (სტატისტიკა)

„რეალისა“ და „სევილიას“ დაპირისპირებაში საინტერესო ციფრები დაფიქსირდა...

დავიწყოთ ბურთის ფლობის მაჩვენებლით, სადაც მადრიდის „რეალს“ მცირე უპირატსობა ჰქონდა და საბოლოო ჯამში 53%-47%-ზე დააფიქსირა.

მადრიდელებმა გოლის გატანა 12-ჯერ სცადეს, აქედან 4-ჯერ ბურთი კარის ჩარჩოში წავიდა, ხოლო 8-ჯერ ასცდა. რაც შეეხება „სევილიას“ ფეხბურთელებს, ამ მხრივ ლოპეტეგის შეგირდებმა 6 ზუსტი და 3 არაზუსტი დარტყმით დაგვამახსოვრეს თავი.

მადრიდულმა გრანდმა საშინაო არენაზე ვერცერთი კუთხური ვერ მოაწოდა, რაც ნიშანდობლივია, ანდალუსიელებმა კი 4-ჯერ სცადეს კუთხურიდან შედეგის მიღწევა.

„ბლანკოსმა“ შეტევა 60-ჯერ წამოიწყო, საიდანაც 33-ჯერ იერიშმა მწვავე ხასიათი მიიღო, „სევილიას“ მაჩვენებელი კი 69/18-ზეა.

საერთო ჯამში კარლიტოს გუნდმა 548 პასი გააკეთა, საიდანაც 489 ზუსტი აღმოჩნდა. ანდალუსიელებმა კი 482 გადაცემიდან 431-ჯერ მიიტანეს ბურთი ადრესატამდე.

  • Hala
  • 29 ნოემბერი 2021
  • 392
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)