მინო რაიოლა აუქციონს აწარმოებს
ესპანეთში არ მოსწონთ მოვლენების განვითარების სცენარი, რომელიც ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერთან დაკავშირებით შედგა...
ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა ნამდვილ აუქციონს აწყობს და ცდილობს, რომ ტრანსფერიდან უდიდესი სარგებელი მიიღოს. მადრიდში მიიჩნევენ, რომ რაიოლას ნაბიჯები ფეხბურთელის წისქვილზე არ ასხამს წყალს და ჰოლანდი ამას უნდა მიხვდეს.
თუ ვითარება არ შეიცვლება და მოლაპარაკებები ისევ იგივე სტილში წარიმართება, ჰოლანდი თავს „სიტიში“ ან „პსჟ“-ში ამოყოფს, ვინაიდან ეს კლუბები უმდიდრესები არიან.
OkDiario-ს ცნობით, „რეალი“ ერლინგის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებას მინო რაიოლასგან დამოუკიდებლადაც ცდილობს. ამავე გამოცემაზ დაყრდნობით, ფეხბურთელის „ნიუქასლში“ გადასვლის შანსი ნულოვანია და პერესს „კაჭკაჭების“ არ ეშინია.
- 28 ნოემბერი 2021
- 830
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.