„სევილია“ ისკოს მალე მიმართავს
ესპანური გამოცემების ცნობით, ისკო ალარკონისთვის „სევილია“ 4 წლიან კონტრაქტს ამზადებს...
ანდალუსიური კლუბი ალარკონს იანვარში მიმართავს და იმ პირობებს გააცნობს, რომელიც ახლა ჩამოყალიბების პროცესშია.
ხულიენ ლოპეტეგის გუნდი ისკოზე დიდ ფსონს აკეთებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „სევილიას“ გარდა ფეხბურთელის უფასოდ გადაბირების სურვილი აქვთ „მილანს“, „იუვენტუსს“ და „არსენალს“.
ის, რომ ნახევარმცველი „რეალს“ ტოვებს გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, სად გააგრძელებს კარიერას ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული.
- 28 ნოემბერი 2021
- 421
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.