„რეალი“ როდრიგოსაც გაუხანგრძლივებს, პირობები ცნობილია
ABC-ს და კიდევ რამდენიმე გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალი“ როდრიგო გოეშს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი იმ მოთამაშეთა სიაში, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში „ბლანკოსის“ ლიდერებად განიხილებიან.
20 წლის ფეხბურთელი სამეფო კლუბს 2019 წელს შეუერთდა და მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, „ბლანკოსის“ სადარაჯოზე 2025 წლის 30 ივნისამდე უნდა იდგეს, თუმცა ახალი კონტრაქტის მიხედვით, ის ესპანეთის დედაქალაქში 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
ასევე გაიზრდება გოეშის ხელფასი და 6 მილიონ ევროს მიაღწევს. ამასთაანვე, დაინერგება საბონუსე სისტემა, რომელიც ფეხბურთელის მიერ ჩატარებულ მატჩებსა და ნაჩვენებ სტატისტიკაზე იქნება დამოკიდებული.
ფლორენტინო პერესს სურს, რომ ბრაზილიელი შემტევის გამოსასყიდი თანხა, ვინისიუს ჟუნიორის მსგავსად 1 მილიარდი ევრო იყოს.
ABC-ს ცნობით, როდრიგოსა და „მერენგებს“ შორის ახალი ხელშეკრულება გაზაფხულზე გაფორმდება.
- 28 ნოემბერი 2021
- 546
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.