კილიან მბაპეს მორიგი უარი
სამეფო კლუბის შემადგენლობაში თამაში მსოფლიოს ჩემპიონის ბავშვობის ოცნებაა.
ფრანგი გოლეადორის მოქმედ კონტრაქტს პარიზულ გრანდთან, 2020 წლის 30 ივნისს გასდის ყავლი. მისი დარჩენა საფრანგეთის დედაქალაქში მხოლოდ სასწაულის შემთხვევაში თუ მოხდება.
OK Diario-ს ინფორმაციით, მიმდინარე თვის დასაწყისში, ახალ ხელშეკრულების თაობაზე სასაუბროდ, ნაერ ალ-ხელაიფიმ და მაურისიო პოჩეტინომ ფეხბურთელი ერთ-ერთ რესტორანში, ვახშამზე მიიწვიეს, თუმცა მბაპემ უარი განაცხადა შეხვედრაზე, ვინაიდან, კილიანს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი ახალი სეზონიდან თეთრი მაისურის მორგება.
როგორც ცნობილია, „რეალი“ საქმეში 1-ლი იანვრიდან ჩაერთვება. მადრიდელები ახლი წლის დადგომასთან ერთად, პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ კილიანთან.
- 27 ნოემბერი 2021
- 2 399
- 8