რამოსის გზავნილი „რეალს“
ანდალუსიელი ფეხბურთელი ახლოს არის ახალ კლუბში სადებიუტო მატჩის ჩაატარებასთან.
სერხიო რამოსმა Amazon Prime Video-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც კვირას გამოქვეყნდება. მანამდე, ინტერნეტში რამდენიმე ამონარიდი გავრცელდა, რაც ესპანურმა პრესამ „რეალისადმი“ გზავნილად შეაფასა.
„სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთული პერიოდის გადალახვა მომიწია. თითქმის სრულ დროს სატრენაჟორო დარბაზში ვატარებდი, მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ დროს ბევრი ცუდი აზრი გიტრიალებს თავში.“
„მე ვირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების და თავდაუზოგავი მუშაობა გავაგრძელე. მთლიანად ფოკუსირებული ვარ დახმარება გავუწიო გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. მჯერა, საუკეთესო კონდიციებს მივაღწევ.“
„ვგონებ, კიდევ 4-5 წელი ვითამაშებ ფეხბურთს და იმედია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შემაწუხებს.“
ლეგენდარულმა „ოთხიანმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა სამეფო კლუბი. მას მადრიდელები 1 წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, ეს კი მოთამაშისთვის მიუღებელი იყო. საბოლოოდ, 35 წლის ცენტრალური მცველი პარიზში გადაბარგდა.
AS
- 27 ნოემბერი 2021
- 2 201
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.