პოგბა - „რეალმა“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
ფრანგი ნახევარმცველი წლების განმავლობაში სამეფო კლუბში ასპარეზობაზე ოცნებობს.
პოლ პოგბა 2022 წლის 1 ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსს მოირგებს. ის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს და შესაბამისად, უკვე 1-ლი იანვრიდან, მზად არის მსურველთან მოლპარაკებების დასაწყებად.
გავრცელებული ინფორმაციით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს მსოფლიო ჩემპიონთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ განვლილი სატრანსფერო ფანჯრების დროს მისი და მადრიდელების შესაძლო თანამშრომლობაზე ბევრი იწერებოდა, „ბლანკოსი“ უკვე სრულიად გამორიცხავს მისდამი ინტერესს. კლუბის პრიორიტეტია ლუკა მოდრიჩთან თანამშრომლობის გაგრძელება და შემადგენლობის სხვა რგოლების გაძლიერება.
არსებული მომენტისათვის, „რეალის“ ნახევარდაცვითი ხაზი სრულყოფილად გამოიყურება. კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი, კამავინგა, ვალვერდე და ანტონიო ბლანკო კიდევ არა წელი ეცდებიან „თეთრებისთვის“ წარმატების მოტანას. შესაბამისად, პოგბას ადგილი ესპანეთის დედაქალაქში ნამდვილად არ არის.
პოლის დიდი გულშემატკივარი ზინედინ ზიდანი გახლდათ. ამ უკანასკნელს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა თანამემამულე თავის დაქვემდებარებაში ეხილა.
MARCA
- 27 ნოემბერი 2021
- 966
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.