ანჩელოტი ძალიან რისკავს

სამეფო კლუბმა მოირგი შთამბეჭდავი საღამო ჩაატარა ტირასპოლში, რისი წყალობითაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საგზური დაიბევა.

ანჩელოტის შეგირდებმა მიჯრით 5 გამარჯვება მოიპოვეს (უკანასკნელ 8 შეხვედრაში 7 მოგება), და შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში, ჯერ-ჯერობით, საუკეთესო პერიოდი აქვთ.

„შერიფთან“ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის მიღებულმა გადაწყვეტილებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როგორც ჟურნალისტებში, ასევე გულშემატკივრებში. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბედი პირველი ტაიმის ბოლოს უკვე გადაწყვეტილი იყო, იტალიელმა დამრიგებელმა შემადგენლობის 4 მნიშვნელოვან წევრს დასვენების საშუალება მაინც მისცა. საუბარია მოდრიჩზე, კროოსზე, ვინისიუსსა და ბენზემაზე. არადა, მადრიდელებს წინ საკმაოდ რთული კალენდარი ელოდებათ (მიყოლებით თამაშები „სევილიასთან,“ „ატლეტიკთან,“ „რეალ სოსიედადთან,“ „ინტერთან“ და „ატლეტიკოსთან“).

გერმანელ ნახევარმცველს, რომელსაც 2 კვირიანი ტრავმის გადატანა მოუხდა, 783 წუთი აქვს გატარებული მოედანზე. გაცილებით რთულია ხორვატის მდგომარეობა, ის საკმაოდ რთული და გადატვირთული სანაკრებო ბატლიების შემდეგ დაბრუნდა ესპანეთის დედაქალაქში.

ბრაზილიელი უკვე მიჯრით 16 მატჩში გავიდა მწვანე მინდორზე. ვინი მეტად ნაყოფიერი იყო გრანადელებთან, თუმცა გაცილებით უფერულად გამოიყურებოდა მოლდოველების წინააღმდეგ. რაც შეეხება ფრანგს, მან, წლეულს, ერთის გარდა აბსოლუტურად ყველა თამაშში იბურთავა.

ანჩელოტის ასეთმა დამოკიდებულებამ, შესაძლებელია ფეხბურთელების გადატვირთვა და ტრავმიანობა გამოიწვიოს. საინტერესოა, რატომ მიდის „რეალის“ დამრიგებელი ასეთ რისკზე?

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)