მბაპე:„მადრიდში გატარებული შაბათ-კვირა ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო იყო“

კილიან მბაპემ კომიქსების წიგნი გამოსცა, სადაც ბავშვობის შესახებ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღიბეჭდა...

ერთ-ერთ მონაკვეთში მბაპე იხსენებს მადრიდში ვიზიტს, რომელიც ზინედინ ზიდანმა უზრუნველყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კილიანს მადრიდის „რეალის“ მაისური არ გაუხდია და მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.

როდესაც „ვალდებებასის“ საწვრთნელ ბაზაზე, კილიანმა სამეფო კლუბის ფეხბურთელები იხილა, ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა.

მბაპე აღწერს ზინედინ ზიდანთან დიალოგს, კრიშტიანო რონალდუსთან შეხვედრას და ისტორიულ ფოტოს, რომელიც სწორედ ზიზუმ გადაიღო.

მბაპე:„მადრიდში გატარებული შაბათ-კვირა ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო იყო“


საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ კილიანმა ვილფრიდ მბაპეს (მამა) უთხრა, რომ ეს შაბათ-კვირა მის ცხოვრებაში საუკეთესო იყო.

ლოტინი ასევე იხსენებს 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს და „ბლანკოსის“ მხრიდან წამოსულ წინადადებას. მაშინ მოთამაშის აგენტი, მამა და თვით „მონაკოს“ ხელმძღვანელობაც კი ერთ აზრზე იყო და ფეხბურთელმა გეზი „პსჟ“-სკენ აიღო. მაშინ ჩათვლეს, რომ მოთამაშისთვის სამშობლოში დარჩენა და გამოცდილების მიღება იდეალური ვარიანტი იქნებოდა.

მბაპე:„მადრიდში გატარებული შაბათ-კვირა ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო იყო“


აღნიშნული წიგნი სახელად - "Je m'apelle Kylian", უკვე იყიდება ფრანგულ მაღაზიებში და არნახული ტირაჟი აქვს.

  • Hala
  • 27 ნოემბერი 2021
  • 2 704
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)