„რეალის“ პრეზიდენტი პარიზში - გადამწყვეტი შეხვედრა მბაპეს ოჯახთან!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი საფრანგეთის დედაქალაქს ესტუმრება...
ეს ვიზიტი იანვარში ჩაინიშნება. ფლორენტინოს მბაპეს დედასთან - ფაიზა ლამარისთან და მამასთან ვილფრედ მბაპესთან პირისპირ სურს შეხვედრა. პერესი მიიჩნევს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი აუდიენცია, რომელიც ფრანგი ფეხბურთელის „რეალში“ ტრანსფერს დაასრულებს.
პერესი შესანიშნავად ფლობს ფრანგულ ენას, რაც პირისპირ კომუნიკაციას ბევრად უფრო გაამარტივებს. პრეზიდენტი პარიზში კილიანის მშობლებს წარუდგენს 10 წლიან გეგმას, რომლითაც „ბლანკოსი“ იმოქმედებს და რომლის მთავარი ლიდერიც სწორედ „პსჟ“-ს სუპერ ვარსკვლავი იქნება.
რატომ იანვარი? იმიტომ, რომ „რეალს“ პარიზულ მხარესთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა არ სურს, ამიტომ მოლაპარაკებებს მაშინ გამართავს, როდესაც ფეხბურთელი ოფიციალურად მიიღებს უფლებამოსილებას.
- 27 ნოემბერი 2021
- 860
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.