ჯულს კუნდეს ბერნაბეუზე გამოცდის ჩაბარება მოუწევს
ჯულს კუნდე სანტიაგო ბერნაბეუს ესტუმრება. სევილიელ ფეხბურთელს მადრიდის „რეალის“ არენაზე გამოცდის ჩაბარება მოუწევს...
კარგი თამაშის შემთხვევაში, ფრანგი მცველი ფლორენტინო პერესის სიმპატიებს უფრო გააღვივებს. ჯულსი გახლავთ ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც „ბლანკოსის“ რადარზე ჯერ კიდევ 2020 წელს მოექცა.
კუნდეს ამ სეზონში საკმაოდ კარგი ციფრები აქვს. ლოპეტეგის გუნდის მცველს ლა ლიგაში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგაზე კი 4. ის მუდმივად სასტარტო შემადგენლობაშია და ანდალუსიელთა ლიდერად ითვლება.
- 27 ნოემბერი 2021
- 492
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.