„რეალი“ ყველაზე „სუფთა“ გუნდია ლა ლიგაზე
სამეფო კლუბი საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება პრიმერა დივიზიონის მიმდინარე ჩემპიონატში.
აღსანიშნავია, რომ 14 ტურის თავზე, „რეალი“ ერთადერთი გუნდია ლა ლიგაზე, რომლის ფეხბურთელსაც წითელი ბარათი არ მიუღია. „ბლანკოსი“ აღნიშნული მიღწევით ტურნირის ყველაზე „სუფთა“ კოლექტივის სტატუსს ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით „მალიორკაზე.“ მათ ანგარიშზე უკვე 4 გაძევებაა.
ამასთანავე, მადრიდელები ყველაზე ნაკლებ გაფრთხილებასა (22) და თამაშის წესის დარღვევას (146) მოითვლიან.
უკანასკნელად, მსაჯმა წინა სეზონში, 30 აპრილს მიუთითა „რეალის“ მოთამაშეს გასახდელისკენ. „ელ კლასიკოში“ 89-ე და 90-ე წუთებზე კაზემირომ ორი ყვითელი ბარათი გამოსტყუა არბიტრს.
MundoDeportivo
- 26 ნოემბერი 2021
- 753
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.