რაულს მადრიდში „ახალ კაპელოს“ უწოდებენ

რაულ გონსალეს ბლანკო უკვე წლებია „კასტილიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს და მეტ-ნაკლებად კარგი შედეგები აქვს. ესპანელ სპეციალისტს მომავალში მთავარი კლუბის ჩაბარებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ზოგიერთი ანალიტიკოსი და ექსპერტი ელ კაპიტანოს „ახალ კაპელოს“ უწოდებს...

რაული „ბლანკოსის“ სადარაჯოზე 16 წლის მანძილზე იდგა და კაპელოს ეპოქას 2-ჯერ მოესწრო. იტალიელი სპეციალისტი „რეალს“ სათავეში 1996/97 და 2006/07 წლების სეზონებში ედგა და ორივე შემთხვევაში ლა ლიგის მოგება შეძლო.

კაპელოს ხშირად აკრიტიკებდნენ დაცვითი სქემის გააქტიურობასა და ნაკლებად ესთეტიურობაში, თუმცა ეს სპეციალისტი შედეგებს მაინც აღწევდა.

ამ ბოლო დროს რაულმა სწორედ დაცვითი ფეხბურთის ჩვენება დაიწყო და მიიჩნევს, რომ უკანა რგოლში ზუსტი თამაში წარმატების საწინდარია. ფაქტია, რომ ელ კაპიტანოს კაპელოსგან ბევრი რამ აქვს აღებული და ამას ესპანეთშიც აღნიშნავენ.

მიუხედავად დაცვითი სტილის უპირატესობისა უნდა აღინიშნოს, რომ რაულის გუნდისთვის გოლების გატანა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და „კასტილია“ საშუალოდ თითო მატჩში 2 გოლის გატანას ახერხებს.

  • Hala
  • 26 ნოემბერი 2021
  • 962
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)