„რეალს“ რაიან ჩერკი არ დავიწყებია
რაიან ჩერკი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ზინედინ ზიდანის ფავორიტი იყო. ზიზუ წავიდა, მაგრამ ფრანგი ახალგაზრდა „ბლანკოსის“ რადარიდან არ გამხდარა...
„ლიონის“ ახალგაზრდა მოთამაშე ბოლო კვირებში დიდ პროგრესს აჩვენებს და ამტკიცებს, რომ პერსპექტივით სავსე მოთამაშეა.
„რეალი“ ჩერკის არ ივიწყებს და არ არის გამორიცხული, მოთამაშე ზაფხულში დაიმატოს და იჯარის წესით რომელიმე ესპანურ გუნდში გაუშვას.
თავად რაიანს „ბლანკოსთან“ დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრია, ის მოხიბლულია მადრიდში მოხვედრის პერსპექტივით.
ფეხბურთელის ფასი ამ ეტაპზე 23 მილიონი ევროა.
- 26 ნოემბერი 2021
- 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.