ბეილი და ალაბა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან
„ფიფამ“ მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფში გასული ნაკრებები დააწყვილა.
აღსანიშნავია, რომ ყატარში გასამართი ტურნირის საგზურისათვის, ერთმანეთს მადრიდელების ეროვნული გუნდები, უელსი და ავსტრია დაუპირისპირდებიან. მათ შორის საუკეთესო კი, უკრაინა-შოტლანდიის წყვილს შორის გამარჯვებულს შეერკინება, რაც ბოლო საფეხური იქნება ჩემპიონატის ფინალურ სტადიამდე.
კენჭისყრაში მონაწილე 12 გუნდი 3 კალათაში გადანაწილდა, შესაბამისად, მუნდიალზე მონაწილეობის უფლებას 3 კოლექტივი მოიპოვებს. იხ. შედეგები:
A
უკრაინა-შოტლანდია
ავსტრია - უელსი
B
რუსეთი - პოლონეთი
შვედეთი - ჩეხეთი
C
იტალია - ჩრდილოეთ მაკედონია
პორტუგალია - თურქეთი
- 26 ნოემბერი 2021
- 898
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.