აზარი მორიგ მატჩს გამოტოვებს?
ედენ აზარი სანაკრებო ბატალიებიდან დროზე ადრე დაბრუნდა, რათა ანჩელოტის განკარგულებაში ყოფილიყო, თუმცა ბელგიელს არ გაუმართლა. მას მწვავე გასტროენტერიტის დიაგნოზით რამდენიმე ვარჯიშისა და 2 შეხვედრის („გრანადასთან“ და „შერიფთან“) გამოტოვება მოუხდა.
„რეალის“ შემტევმა ნახევარმცველმა აღნიშნული ვირუსი უკვე დაამარცხა, თუმცა ამ ეტაპისათვის, სრული დატვირთვით მუშაობას ვერ ახერხებს. ავადმყოფობის გამო, „შვიდიანმა“ 3 კილოგრამი დაიკლო, რაც ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით, არცთუ ისე სასარგებლო აღმოჩნდა მისთვის.
აზარი ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს თავს და შესაბამისად, მისი მონაწილეობა „სევილიასთან“ მეტად პრინციპულ და მნიშვნელოვან პაექრობაში, ფაქტობრიბვად, გამორიცხულია.
DC
- 26 ნოემბერი 2021
- 901
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.