ლუის ენრიკე: „მოდრიჩს თამაშის საშუალება არ უნდა მივცეთ“
„მარკამ“ საკმაოდ საინტერესო კადრები გაავრცელა, რომელიც 2021 წლის ზაფხულითაა დათარიღებული.
ვიდეოში ასახულია, თუ რა მითითებებს აძლევს ლუის ენრიკე შეგირდებს, ევროპის ჩემპიონატზე, ხორვატიის ნაკრებთან პაექრობის წინ: „პედრი და თქვენ, ყველა, იყავით ძალიან ფრთხილად. მოდრიჩი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის საშუალება არ უნდა მივცეთ. 2 პასი და წინ... ამ საღამოს ლუკამ არ უნდა იბურთავოს.“
როგორც ჩანს, „ფურია როხას“ თავკაცს ძალიან ეშინოდა „ოქროს ბურთის“ მფლობელის ან მას გარკვეული ფობია აქვს მის მიმართ.
- 26 ნოემბერი 2021
- 1 140
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.