ვინისიუსი - რა განიზრახა „პსჟ“-მ?
როგორც ჩანს, პარიზული გრანდის მესვეურები ადვილად არ აპირებენ კილიან მბაპეს დათმობას.
ახალგაზრდა ფეხბურთელი უარს აცხადებს „პსჟ“-სთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და შესაბამისად, „რეალს,“ უანგაროდ შეეძლება მისი წამოყვანა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
გაზეთ ABC-ს ინფორმაციით, ფრანგებს სასტიკად არ მოსწონთ მოვლენების ამგვარად განვითარების სცენარი და თავის მხრივ, „ზიანის“ მიყენებას შეეცდებიან მადრიდელებისათვის. კერძოდ, მათ განზრახვას წარმოადგენს ვინისიუს ჯუნიორის გადაბირება, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. ისინი ეცდებიან ჰონორარით მოხიბლონ ბრაზილიელი მოთამაშე და არც მეტი არც ნაკლები, 6 წლიან კონტრაქტსა და 17 მლნ. ევროს შეთავაზებენ ყოველწლიური გასამრჯელოს სახით.
ვინისთან დაკავშირებით გეგმა აქვს სამეფო კლუბსაც. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მასთან ახალი ხელშეკრულების დადებას ფიქრობენ, სადაც ამჟამინდელზე ბევრად საუკეთესი პირობები იქნება ასახული. შეთანხმების შემთხვევაში, სამხრეთ ამერიკელი 2027 წლის 30 ივნისამდე გაჩერდება ესპანეთის დედაქალაქში, ხოლო სახელფასო ფონდი კი 8 მლნ. ევრომდე გაიზრდება. ამჟამად, ვინისიუსი ერთ-ერთ ყველაზე დაბალშემოსავლიან ფეხბურთელად ითვლება „ბლანკოსის“ შემადგენლობაში.
DC
- 26 ნოემბერი 2021
- 869
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.