პირველი ვარჯიში „სევილიასთან“ მატჩამდე
1 დღიანი დამსახურებული დასვენების შემდეგ, სამეფო კლუბის ფეხბურთელები „ვალდებებასზე“ დაბრუნდნენ.
ანჩელოტის შეგირდებმა „სევილიასთან გასამართი შეხვედრისათვის (კვირას, 23:55), დაიწყეს მზადება. თავდაპირველად, მადრიდელები სატრენაჟორო დარბაზში გაისარჯნენ, ხოლო შემდეგ მოედანზე გადაინაცვლნენ. მოთამაშეებმა მწვრთნელების მითითებით სხვადასხვა სავარჯიშოები შეასრულეს. ძირითადი აქცენტი გაკეთდა სპრინტებზე, ტაქტიკურ ამოცანებზე, პრესინგზე, კარში დარტყმებზე და ა.შ.
სებალიოსმა და აზარმა მთავარი ჯგუფისგან განცალკევებით იმუშავეს, ხოლო ალაბამ და ბეილმა მთლიანი დრო დახურულ კარს მიღმა ვარჯიშს დაუთმეს.
სასიხარულოა, რომ დამრიგებლის დავალებები სრული დატვირთვით შეასრულა ფედე ვალვერდემაც. ის მზად არის სათამაშოდ.
- 26 ნოემბერი 2021
- 402
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.