უმცროსი რეიესის მორიგი წარმატება
სამეფო კლუბის ყოფილი მოთამაშის, ხოსე ანტონიო რეიესის (რომელიც რამდენიმე წლის წინ ავსტოკატასტროფას შეეწირა) ვაჟი წარმატებით განაგრძობს საფეხბურთო კარიერას.
ხოსე ანტონიო რეიეს ლოპესის პროგრესი თვალთახედვიდან არ გამორჩენია ესპანეთის 15 წლამდელთა ნაკრების დამრიგებელს და შესაბამისად, ცხოვრებაში პირველად, ფეხბურთელი „ლა როხიტას“ განაცხადში მოხვდა.
როგორც იცით, უმცროესი რეიესი, 2019 წლიდან, მამის გარდაცვალებამდე გადაბარგდა „ლეგანესიდან“ „ვალდებებასზე.“ თავდაპირველად, ჭაბუკმა „Infantil B“-ს რიგები გააძლიერეა, ხოლო შემდეგ მისი დაწინაურება მოხდა „Cadet A“-ს შემადგენლობაში. „რეალში“ მეტად გახარებულნი არიან შეგირდის ასპარეზობით. ის დიდებულად გამოიყურება მწვანე მინდორზე და ამასთანავე, ერთ-ერთი სანიმუშაო გასახდელშიც.
ხოსე ანტონიო 29 ნოემბერს შეუერთდება თანამემამულეებს. დავიდ გორდის დამოძღვრილები 2 დეკემბრიდან საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვებიან. მათი მეტოქეები კი მექსიკა, პოლონეთი და ირლანდია იქნებიან.
AS
- 26 ნოემბერი 2021
- 648
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.