სალაჰს მადრიდში თამაში სურს
ესპანური გამოცემები უახლეს ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც მუჰამედ სალაჰს ეხება...
ეგვიპტელ ფეხბურთელს „ლივერპულთან“ მიმდინარე კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან კი თავს იკავებს. მერსისაიდელთა რიგების უახლოესი წრე ადასტურებს, რომ მოთამაშეს „რეალის“ მაისურის მორგება სურს.
„ლივერპული“ 2022 წლის ზაფხულში იძულებული იქნება, რომ მო გაყიდოს, ვინაიდან მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება „ენფილდის“ მკვიდრებისთვის საკმაოდ მძიმე იქნება.
ფლორენტინო პერესი სალაჰის ტრანსფერთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას ზაფხულში აპირებს, თუმცა ის N1 სატრანსფერო პრიორიტეტი არ იქნება.
„ბლანკოსი“ შეთანხმებაზე იმ შემთხვევაში დაფიქრდება, თუ „ლივერპული“ გონივრულ თანხას დაასახელებს.
- 26 ნოემბერი 2021
- 1 571
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.