„რეალი“ სტუმრად ბობოქრობს!
ტირასპოლი 106-ე ქალაქი გამოდგა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, „რეალმა“ შეხვედრა ჩაატარა.
ანჩელოტის შეგირდებმა სასიამოვნო ანგარიშით (0-3) დაამარცხეს ადგილობრივი „შერიფი“ და მომდევნო ეტაპის საგზურიც დაიბევეს. საინტერესო და აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშებაზე, „თეთრებმა“ 3 პაექრობა გამართეს „სანტიაგო ბერნაბეუს“ გარეთ და 3-ვე მათი წარმატებით დასრულდა. ამასთანავე, მადრიდელებმა 9-ჯერ აიღეს მეტოქე გუნდის კარი, ხოლო საკუთარი კი ყველა შემთხვევაში მშრალად შეინახეს.
სტუმრად მოგებათა 100 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ „ბაიერნსა“ და „აიაქსს,“ თუმცა მიუნხენელებმა და ჰოლანდიელებმა თითო-თითო გოლი მაინც გაუშვეს. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება „ლივერპულიც,“ თუ ბოლო ტურის დაპირისპირებაში გამარჯვებას მოიპოვებს „სან სიროზე.“
უკანასკნელად, „რეალმა“ სამივე საგარეო ჯახის სასურველი რეზულტატით დასრულება 2011-12 წ.წ. სეზონში მოახერხა, როდესაც გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. მაშინ, „განსაკუთრებულის“ დარიგებულებმა ზაგრებიდან (0-1), ლიონიდან (0-2) და ამსტერდამიდან (0-3) წამოიღეს 3-3 ქულა.
ცნობისათვის, არსებული მომენტისათვის მადრიდელებისგან რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურებიან პარიზელები. მესის, ნეიმარისა და მბაპეს ტრიომ ვერცერთ გასვლით თამაშში მოახერხა ღირებული შედეგის დაფიქსირება.
MARCA
- 26 ნოემბერი 2021
- 513
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.