მორიენტესმა „რეალის“ ქომაგები დაიცვა
ფერნანდო მორიენტესმა სამეფო კლუბის გულშემატკივრები დაიცვა.
„რეალის“ ყოფილი მოთამაშე გარეთ ბეილის აგენტს გამოეხმაურა. ჯონათან ბარნეტმა კლუბის იმ გულშემატკივრებს, რომლებიც უელსელ ფეხბურთელს აკრიტიკებენ, „ამაზრზენები“ უწოდა: „ეს მისი აზრია, რასაც არ ვეთანხმები. ვფიქრობ, „რეალი“ თითოეულ ეტაპზე კარგად ეპყრობოდა შეგირდს და დღემდე ასე გრძელდება. სამეფო კლუბში ყოველთვის ზრუნავენ თავიანთ მოთამაშეებზე, ამას პირადი გამოცდილებიან გამომდინარე გეუბნებით.“
„მართალია, სეზონის ბედი თებერვალ-აპრილის თვეში წყდება, თუმცა „ბლანკოსის“ ამჟამინდელი მდგომარეობა სასიხარულოა. ისინი შესანიშნავად ასპარეზობენ და ამის წყალობით, პირველ პოზიციას იკავებენ, როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.“
„ჩემთვის გაცილებით უცნაურია „ატლეტიკოს“ სიტუაცია, ვინაიდან „ბარსელონამ“ უფერულად დაიწყო სეზონი, მაგრამ ისინიც უჩვეული სიტუაციაში იმყოფებიან.“
AS
- 25 ნოემბერი 2021
- 736
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.