ითამაშებს თუ არა ალაბა „სევილიას“ წინააღმდეგ?
ჩემპიონთა ლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩში, რომელიც მოლდოვაში გაიმართა, „რეალმა“ სასურველი შედეგი დააფიქსირა ტაბლოზე (0-3).
კარლო ანჩელოტი მეტად გახარებულია მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით და ჯგუფში ლიდერის პოზიციების გამყარებით, მაგრამ, ამავდროულად, იტალიელ დამრიგებელს ახალი თავსატეხი გაუჩნდა. „შერიფთან“ პაექრობის 65-ე წუთზე, ერთ-ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, დავიდ ალაბამ მარცხენა მუხლზე დაჭიმულობა იგრძნო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მის ნაცვლად ნაჩო ფერნანდესი ჩაერთო საქმეში.
ნამატჩევს „რეალის“ დამრიგებელმა დასძინა, რომ არ ფიქრობს, სერიოზულ დაზიანებასთან ჰქონდეს საქმე ცენტრალურ მცველს, თუმცა ყველაფერი სამედიცინო ტესტის ჩატარების შემდეგ გაირკვევა. ალაბას მედიკოსები ხვალ, ვარჯიშის დაწყებამდე გასინჯავენ და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ახალწვეული მონაწილეობას „სევილიასთან“ ესოდენ მნიშვნელოვან პაექრობაში.
იმედია, დავიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება. მისი მონაწილეობა პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის დაპირისპირებაში მეტად ნიშანდობლივია.
MARCA
- 25 ნოემბერი 2021
- 764
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.