როდრიგო:„ანჩელოტიმ ჩემი თვითრწმენა გაზარდა“
როდრიგო გოეშმა „შერიფთან“ დაპირისპირება შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„ჩვენ მოვიგეთ დაპირისპირება, რომელმაც სატურნირო ცხრილში მშვიდად ყოფნის საშუალება მოგვცა, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. „რეალის“ მიზანი ყოველთვის მაქსიმალური შედეგის მიღწევაა.“
„ვამაყობ, რომ ანჩელოტის „რეალისთვის“ მნიშვნელოვანი წევრი ვარ. იტალიელმა სპეციალისტმა ჩემი თვითრწმენა გაზარდა. მჯერა საკუთარი შესაძლებლობების და თავს ბედნიერად ვგრძნობ.“
„ამ მატჩის მოგებით უნდა დავტკბეთ, თუმცა მომავალზე ვიფიქროთ. ლა ლიგაში საკმაოდ მძიმე მეტოქეები გვყავს, მაგრამ ეს ერთგვარი შანსია, „ბლანკოსი“ ლიდერობის განმტკიცებას შეეცდება.“
- 25 ნოემბერი 2021
- 579
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.