რატომ ვერ დარჩება ბეილი „რეალში?
გარეთ ბეილის 28 აგვისტოს შემდეგ სამეფო კლუბის რიგებში აღარ უთამაშია.
შემტევი ნახევარმცველი განვლილ სანაკრებო ბატალიების ფარგლებში მწვანე მოედანს დაუბრუნდა, თუმცა 1 ტაიმის ასპარეზობის შემდეგ, ტრავმა მიიღო და კვლავ სარეაბილიტაციო პროცესში ჩაერთო.
მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ულამაზესი გოლის ავტორმა მხოლოდ 193 წუთი გაატარა საქმეში (68 „ალავესთან,“ 59 „ლევანტესთან“ და 66 „ბეტისთან“). როგორც იცით, მას მომდევნო ზაფხულს ეწურება კონტრაქტი სამეფო კლუბთან და გასაკვირი სულაც არ არის, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სულაც არ ფიქრობენ ახალ შეთანხმებაზე.
ბეილი ამ ფორმაციის „რეალში“ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ ითვლება. მისი შენახვა ბიუჯეტს დაახლოებით 30 მილიონი ევრო უჯდება წელიწადის განმავლობაში, რაც მძიმე ტვირთად აწევს კლუბს.
გარდა სპორტული მიზეზებისა, კიდევ არსებობს ერთი ფაქტორი, რაც გარეთის „რეალში“ დარჩენას გამორიცხავს. გამომდინარე იქედან, რომ გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად გავიდა ევროკავშირის საზღვრებიდან, ფეხბურთელის დატოვების შემთხვევაში, „ბლანკოსმა“ ის ახლიდან უნდა დაარეგისტრიროს და არაეროვკავშირის პასპორტის მქონე მოთამაშის კვოტა მიანიჭოს, რომლის რაოდენობაც მხოლოდ 3-ია ლა ლიგის თითოეულ კლუბში და ამ მომენტისათვის, ვინისიუსს, როდრიგოსა და მილიტაოს აქვთ დაკავებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფლორენტინო პერესი რომელიმე სამხრეთ ამერიკელზე იტყვის უარს, უელსელის სანაცვლოდ.
ElmundoDeportivo
- 25 ნოემბერი 2021
- 837
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.