კურტუა: „ეს არის ჩვენი მიზანი“
ტიბო კურტუამ „შერიფთან“ მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
„გახარებულნი ვართ გამარჯვებით და ვიმედოვნებ, ამ ტემპს შევინარჩუნებთ. მეტად მნიშვნელოვანი იყო მორიგი ქულების აღება და კარის მშრალად შენახვა. ადვილი გასეირნება სულაც არ გამოგვივიდა, მეტოქემ არა ერთი საფიხათი მომენტი შექმნა. ვფიქრობ, საერთო ჯამში სრულყოფილი თამაში ჩავატარეთ.“
„წინ რამდენიმე დაძაბული დაპირისპირება გველოდება, „სევილიას,“ „ატლეტიკის,“ „რეალ სოსიედადის“ და „ინტერის“ სახით. ჩვენი მიზანია მილანელების ძლევა და ჯგუფში პირველი ადგილის განაღდება. „რეალის“ ღრმა შემადგენლობა ჰყავს და ყველას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. ახლა დროა ლა ლიგაზე გადავერთოთ, სადაც სატურნირო ცხრილის ლიდერები ვართ.“
RealMadrid.Com
- 25 ნოემბერი 2021
- 618
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.