გავიდა 17 წელი - კარლოსის შემდეგ ალაბა

დავიდ ალაბა, რომელიც პირველ სეზონს ატარებს ესპანურ გრანდში, შემადგენლობის შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა.

ავსტრიელი ფეხბურთელი ეფექტურია არა მხოლოდ დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს, არამედ წინა ხაზშიც. „შერიფთან“ მნიშვნელოვან პაექრობაში, „ბაიერნის“ ყოფილმა მოთამაშემ საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში და რობერტო კარლოსის შემდეგ გახდა პირველი მცველი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე „რეალის“ რიგებიდან სტანდარტული მდგომარეობა გოლად აქცია. ბრაზილიელმა ლეგენდარულმა მოთამაშემ აღნიშნული ბურთი 2004 წელს ჩაიწერა აქტივში.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ალაბამდე, ევროპის მასშტაბით, ისკო ითვლიდა „ბლანკოსის“ უკანასკნელ გოლს სტატიკური წერტილიდან (2018 წელს, „რომას“ წინააღმდეგ).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (314)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)