კროოსის მორიგი MVP: „მწვრთნელი ჩვენგან ითხოვს, რომ...“

გერმანელმა ნახევარმცველმა შესანიშნავი კონდიციები აკრიფა. ის ერთ-ერთ გამორჩეული იყო ტირასპოლში გამართულ შეხვედრაში და ადგილობრივი პუბლიკა ლამაზი გოლითაც მოხიბლა. „უეფამ“ კროოსი განვლილი პაექრობის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

„როგორც ჩემი თანაგუნდელები, მეც კარგად ვგრძნობ თავს. ამ კოლექტივის განუყოფელი ნაწილი ვარ და შესაბამისად, როდესაც გუნდი ნაყოფიერად ირჯება, ბევრად უფრო ადვილია ბურთაობა. ყოველთვის ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო. ინდივიდუალურ ჯილდოებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარია გუნდის გამარჯვება.“

„საწყისი 15-20 წუთი ცოტათი გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ მთლიანად ავიღეთ სადავეები ხელთ. არა ერთი შანსი შევქმენით და 3 გოლიც გავუტანეთ მეტოქეს. ვფიქრობ, დამსახურებული მოგება ჩავიწერეთ აქტივში.“

„რთული კალდენარი გველოდება წინ. უხერხულ მოწინაღმდეეგბთან მაქსიმალური მოტივაცია გვმართებს, სხვა შემთხვევაში დავმარცხდებით. ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები მოწოდების სიმაღლეზეა, ჯერ ხომ მხოლოდ ნოემბერია.“

„ვარჯიშებზე თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რაც მატჩებშიც თვალსაჩინოა. როდესაც ჩაწოდებები არაეფექტურია, მწვრთნელი ითხოვს, რომ ნახევარმცველებმა კარის მიმართულებით გავისროლოთ. ის, რომ „რეალიდან“ ყველას ძალუძს ზუსტი დარტყმის შესრულება, ნებისმიერი მეტოქისთვის უხერხული მომენტია.“

RealMadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 20
2 მბაპე 17
3 რაფინია 13
4 ბუდიმირი 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

TOP.GE

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (256)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)