ანჩელოტი: „როდესაც ის მოწოდების სიმაღლეზეა, მშვიდად ვარ“
კარლო ანჩელოტიმ „შერიფთან“ მოგებული მატჩი (0-3) შეაჯამა.
„გუნდის დინამიკა ძალიან კარგია. ფეხბურთელებ შორის შესანიშნავია ჰარმონია სუფევს. ისინი თავს კარგად გრძნობენ და რაც მთავარია, მოტივირებულნი არიან. შემადგენლობა მეტად კონკურენტუნარიანია.“
„ალაბას გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ სერიოზულ დაზიანებასთან გვაქვს საქმე. ვიმედოვნებ, „სევილიასთან“ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.“
„ცხადია, ჩემი სურვილი არ იყო, რომ კაზემიროს ყვითელი ბარათი მიეღო. ჩვენ ის შევცვალეთ, რათ თავიდან აგვერიდებინა ყოველგვარი გართულება.“
„როდესაც კროოწის მოწოდების სიმაღლეზე გამოიყურება, მწვრთნელიც სიმშვიდეს ინარჩუნებს. მის მსგავსად ვერავინ ეპყრობა ბურთს. გერმანელმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.“
„როფრიგო ნაყოფიერად გამოიყურებოდა. მან მოდრიჩთან ერთად ბალანსი შექმნა მარჯვენა ფრთაზე. ის საკმაოდ ახალგაზრდა და დიდი ნიჭის მქონე მოთამაშეა.“
„ბენზემა მხოლოდ თამაშზეა ფოკუსირებული და სხვა არაფერზე. მან მორიგი კარგი პაექრობა ჩაატარა.“
„ნაჩო პროფესიონალი ფეხბურთელია. ესპანელი მცველი იმსახურებს სათამაშო წუთებს. ყოველთვის შემიძლია მქონდეს მისი იმედი.“
BD
- 25 ნოემბერი 2021
- 1 527
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.