კაზემირომ ანჩელოტისგან უარი მიიღო
მას შემდეგ, რაც კარიმ ბენზემამ „შერიფის“ კარში მესამე გოლი გაახვია, კამერებმა მწვრთნელისა და შეგირდის საინტერესო დიალოგი აღბეჭდეს.
„მარკას“ ინფორმაციით, კაზემირო ანჩელოტისგან ითხოვდა ყვითელი ბარათის აღების ნებართვას. „რეალის" ნახევარმცველი ტირასპოლში გამართულ პაექრობამდე უკვე 2 გაფრთხილებას მოითვლიდა და მართალია, მესამეს მიღების შემთხვევაში „ინტერთან“ მატჩის გამოტოვება მოუხდებოდა, მაგრამ სანაცვლოდ, 1/8 ფინალურ სტადიას მშვიდად შეხვდებოდა.
იტალიელ სპეციალისტს ბრაზილიელის იდეა არ მოეწონა და მყისვე დაბლოკა ის. დამრიგებლის მიზანია, რომ შემდეგ ეტაპზე პირველი პოზიციით გაიყვანოს გუნდი და შესაბამისად, მისთვის ნიშანდობლივია მომდევნო დაპირისპირება მილანელებთან.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ხერხს 2017/18 წლების სეზონში კარვახალმა მიმართა, რაც შემდეგ „უეფას“ მიერ იქნა გამოძიებული და საბოლოოდ, ესპანელ მცველს დისკვალიფიკაციად დაუჯდა.
marca
- 25 ნოემბერი 2021
- 7 823
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.