ვინისიუსს ნომრის შეცვლა უნდა
მიმდინარე სეზონში ვინისიუს ჯუნიორის პროგრესი თვალშისაცემია.
სახმრეთ ამერიკელი ფეხბურთელი უკვე 10 გოლს მოითვლის და ცხადია, გაჩერებას არ აპირებს. ის ბენზემასთან ერთად საკმაოდ საშიშ ტანდემს ქმნის.
როგორც Bernabéu Digital-ისთვის გახდა ცნობილი, ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდ სურვილს წარმოადგენს სათამაშო ნომრის შეცვლა. მას უნდა, რომ „ოციანი“ „თერთმეტიანით“ ჩაანაცვლოს, რომელიც ახლა მარკო ასენსიოს საკუთრებაა. ამის შანსი 2020 წელს ჰქონდა, როდესაც გარეთ ბეილი იჯარით გადაბარგდა „ტოტენჰემში,“ თუმცა მაშინ, მალიორკელ თანაგუნდელს დაუთმო. ახლა, როგორც კი შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება, ვინი გადაიბარებს 11 ნომრიან მაისურს.
გადაწყვეტილია, რომ ასენსიოს წასვლის შემთხვევაში მისი ნომრის მემკვიდრე ყველა ვარიანტში ვინი გახდება და ამ მიმართულებით კლუბიდანაც არსებობს თანხმობა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ 11 ეწერა ზურგზე შემტევს, „სელესაოს“ ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობის ჟამს.
ამ მომენტისათვის, ვინისიუსი ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად მოთამაშედ ითვლება შემადგენლობაში (3.2 მლნ. წელიწადში). დიდი ალბათობით, მომდევნო ზაფხულს სამეფო კლუბი მასთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და მისი ჰონორარიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
BD
- 24 ნოემბერი 2021
- 4 747
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.