ბეილის აგენტი: „სამწუხაროდ ეს გარეთს შეემთხვა“
ჯონათან ბარნეტმა, რომელიც Stellar Group-ის პრეზიდენტი და გარეთ ბეილის საფეხბურთო წარმომადგენელია, Deportes Cuatro-სთან კომენტარი გააკეთა.
„ეს ნამდვილი უიღბლობა იყო. გარეთს ეროვნული ნაკრების რიგებში აუცილებლად უნდა ეთამაშა, ვინაიდან ისინი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდნენ. სამწუხაროდ, ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, ეს შეიძლება ნებისმიერ მოთამაშეს მოსვლოდა.“
აგენტმა ისაუბრა ბეილის მომავალზეც. როგორც იცით, ბრიტანელს მომდევნო ზაფხულს ეწურება ესპანურ გრანდში ყოფნის ვადა: „მას უყვარს მადრიდში ცხოვრება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
სამეფო კლუბში ნაკლებად განიხილავენ გარეთთან თანამშრომლობის გახანგრძლივების საკითხს. მისი ყოველწლიური ანაზღაურება დაახლოებით 30 მლნ. ევროს შეადგენს, რაც მძიმე ტვირთად აწევს კლუბის ბიუჯეტს.
AS
- 24 ნოემბერი 2021
- 752
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.