„რეალის“ გეგმა კროოსთან დაკავშირებით

ტონი კროოსისა და სამეფო კლუბის ურთიერთობა ნამდვილად გამოსარჩევია.

გერმანელი ფეხბურთელი 2014 წელს, 25 მლნ. ევროს სანაცვლოდ შეუერთდა ესპანურ გრანდს. ამ პერიოდის განმავლობაში „რვიანი“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკის ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. „შერიფთან“ მომავალი პაექრობა მისთვის 330-ე იქნება „თეთრი“ მაისურით. იმისათვის, რომ დიდებული პასების შემოქმედი ნახევარმცველი კიდევ უფრო ჩართული ყოფილიყო კლუბის ცხოვრებაში, მან ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა და ახლა მთლიან დროსა და ენერგიას „ბლანკოსს“ ახარჯავს.

ტონის არა ერთ ინტერვიუში აღუნიშნავს საოცარი დამოკიდებულება კლუბისადმი. მისი სურვილია, ბუცები სწორედ „რეალის“ გასახდელში ჩამოკიდოს. არსებული მომენტისათვის, მას 2023 წლის 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი დედაქალაქელებთან, თუმცა დიდი ალბათობით, მხარეები აუცილებლად იზრუნებენ მის გახანგრძლივებაზე.

ამასთანავე, მადრიდელები არც ფეხბურთელის პროფესიიდან გასვლის შემდეგ აპირებენ კროოსისთვის გამოსამშვიდობებელი წერილის გაგზავნას. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი მას აუცილებლად შეთავაზებს დარჩენასა და ახალ ამპლუის მორგებას. შესაძლებელია, ეს იყოს „რეალის“ ფონდი, სადაც იკერ კასილიასი მოღვაწეობს.

BD

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)