ზიდანის გადაწყვეტილება ახალ კლუბთან დაკავშირებით

„რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პსჟ“-ს კოვზი ნაცარში ჩაუგდო.

როგორც იცით, ინგლისური გრანდი სულშერის დათხოვნის შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. გამომდინარე იქედან, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ ზიდანის დათანხმება ვერ მოახერხეს, თვალი პოჩეტინოს დაადგეს. მათი და ფრანგების გეგმის მიხედვით, არგენტინელი სპეციალისტი „ოლდ ტრაფორდზე“ უნდა გადაბარგებულიყო, ხოლო პარიზელების მესაჭის პოსტი ლეგენდარულ ზიზუს დაეკავებინა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიხის წარმომადგენლებმა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის დარწმუნება ვერ შეძლეს. ამასთანავე, ზიდანი სულაც არ არის მოხიბლული იდეით, სეზონის შუა ნაწილში ჩაიბაროს „ლურჯების“ სადავეები. მან ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთა და ისიც ფლორენტინო პერესის თხოვნით.

მაშასადამე, ზინედინმა კიდევ ერთხელ დაბლოკა „მანჩესტერი“ და ახალი სპეციალისტის ძიების პროცესი უფრო გაურთულა.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)