ისკო მტრების ბანაკში?
ისკო ალარკონს 2022 წლის ზაფხულს ეწურება სამეფო კლუბში ყოფნის ვადა.
დროთა განმავლობაში მალაგელი ფეხბურთელი „რეალის“ ერთ-ერთ ყველაზე უფერულ წევრად ჩამოყალიბდა და შესაბამისად, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ. მეტიც, კლუბი თანახმაა, რომ ნახევარმცველმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს „ბლანკოსი.“
ჟურნალისტი ედუარდო ინდა El Chiringuito de Jugones-ის ეთერში საკმაოდ საინტერესო და სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს: „უკვე გადაწყვეტილია, რომ „რეალისა“ და ისკოს თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება. მოთამაშე ახალი ადგილმდებარეობის ძიებაშია. ის აპირებს, რომ რამდენიმე კლუბს შეთავაზოს საკუთარი შესაძლებლობები. პრიორიტეტი ენიჭება „ატლეტიკოს,“ ვინაიდან ალარკონს მადრიდის დატოვება არ სურს, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტად „ბარსელონას“ განიხილავს. კატალონიაში უკვე არა ერთი წელია საუბრობენ მის ტრანსფერზე.“
BD
- 24 ნოემბერი 2021
- 7 209
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.