საინტერესო ისტორია - კერიკს „რეალში“ უნდა ეთამაშა

როგორც იცით, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ მაიკლ კერიკი ხელმძღვანელობდა.

ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელის „წითელი ეშმაკების“ რიგებიდან დათხოვნის შემდეგ, დროებით, სწორედ ინგლისელს უწევს მოვალეობის შესრულება, რომელიც თავის დროზე, ახლოს იყო „რეალში“ გადაბარგებასთან.

2006 წელს, სამეფო კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ლორენცო სანსი რამდენიმე ფეხბურთელის მოყვანას ჰპირდებოდა გულშემატკივრებს და მათ შორის იყო კერიკიც: „ჩვენ უკვე 5 მოთამაშესთან და მათ კლუბებთან გვაქვს შეთანხმება, რომელსაც სისრულეში მოვიყვანთ გუნდის სათავეში მოსვლისთანავე. ერთ-ერთი სპორტსმენთაგანია მაიკლ კერიკი. ის 24 წლის ნახევარმცველია, რომელიც ინგლისის ნაკრებში ლამპარდის გვერდით ირჯება და გამოირჩევა კვალიფიციურობით“ - აცხადებდა სანსი.

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერის“ ლეგენდის პარალელურად, ესპანელ ბიზნესმენს, ემერსონის, ზამბროტას (ორივე „იუვენტუსი“), გაგოს („ბოკა ხუნიორსი“) და ბულარუზის („ჰამბურგი“) ტრანსფერები ჰქონდა მხედველობაში. ის ასევე ვისენტე დელ ბოსკეს დაბრუნებასაც გეგმავდა.

საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ლორენცო მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რამონ კალდერონმა დაიდო ბინა. მაიკლ კერიკი კი „ტოტენჰემიდან“ ფერგიუსონის განკარგულებაში გადაბარგდა - 464 თამაში „ოლდ ტრაფორდზე,“ 24 გოლი და 37 ასისტი.

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)