აზარი „შერიფმა“ დასაჯა
ბელგიელი ფეხბურთელი თანაგუნდელებს მოლდოვაში ვერ გაჰყვა და ამის მიზეზია მწვავე გასტროენტერიტი, რომელიც უკვე მეორე მატჩია, მას მწყობრში ყოფნის საშუალებას არ აძლევს.
უკანასკნელად, აზარმა „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში 28 სექტემბერს, სწორედ „შერიფის“ წინააღმდეგ იასპარეზა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უცნობ გუნდთან განცდილი მარცხი (1-2) ძვირად დაუჯდა „შვიდიანს.“ მას შემდეგ, ედენისთვის ძირითადი თერთმეტეულის კარი ჩაკეტილია. ის 8-ჯერ მოხვდა სათადარიგო სკამზე და მხოლოდ 5 შემთხვევაში მიეცა მეორე ტაიმში თავის გამოჩენის საშუალება.
აღნიშნული შეხვედრაში ფეხბურთელმა მარჯვენა ფრთაზე დაიწყო ბურთაობა. ის 66-ე წუთზე შეცვალეს და მანამდე მოასწრო 31 ზუსტი პასის გაკეთება (34-დან), 7 ორთაბრძოლის მოგება (12-დან), ორჯერ ბურთის დაბრუნება და სამჯერ კარში დარტყმა, საიდანაც მხოლოდ პირველი გამოდგა სახიფათო. ამგვარი სტატისტიკა ანჩელოტისთვის საკმარისი არ გამოდგა და შესაბამისად, მის ნაცვლად როდრიგო ჩართო საქმეში. ბრაზილიელმა მოთამაშემ მომდევნო თამაში („ელჩესთან“) საწყისი წუთებიდან დაიწყო.
„აზარის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მწვრთნელი სხვა ფეხბურთელზე აკეთებს არჩევანს“ - დასძინა ანჩელოტიმ 1 თვის წინ.
დიდი ალბათობით, შემტევი ნახევარმცველი „სევილიასთან“ პაექრობისთვის (28 ნოემბერს), სრულ მზადყოფნაში ჩადგება, თუმცა ფაქტია, რომ „შერიფი“ მისთვის საკმაოდ ცუდ მოგონებებთან ასოცირდება.
AS
- 24 ნოემბერი 2021
- 611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.