ევროპარლამენტი სუპერ ლიგის წინააღმდეგ?

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით სპორტის პოლიტიკას ეხება.

მედიის ინფორმაციით, პარლამენტარებმა აღნიშნული ქმედებით მკაცრი სიგნალი გაუგზავნეს ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეეით შეპყრობილ ადამიანებს. საერთო ჯამში, შედგენილ დოკუმენტს 597 წევრმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ 36 დააფიქსირა საწინააღმდეგი პოზიცია.

პოლონელმა ევროდეპუტატმა ტომაშ ფრანკოვსკიმ (სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), დეტალურად ისაუბრა მოხსენების შინაარსზე, რომლის მიზანს წარმოადგენს, ევროკავშირის სპორტული პოლიტიკის განვითარების გზების შეფასება და გამოკვეთა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი შეეცდება ხელი შეუწყოს რიგი პრინციპების დაცვას, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის სუპერ ლიგის ფილოსოფიასთან: „ევროპარლამენტი მხარდაჭერას უცხადებს სპორტის ევროპულ მოდელს, რომელიც ეფუძნება სოლიდარობას, მდგრადობას, ინკლუზიურობას, ღია კონკურენციას, სპორტულ დამსახურებებსა და სამართლიანობას. ამასთანავე, ევროპარლამენტი კატეგორიულად ემიჯნება დახურულ შეჯიბრებს, სადაც დაცული არ არის ჩამოთვლილი პრინციპები, ეს კი სერიოზულ ზიანს აყენებს სპორტულ ეკოსისტემას. ყველა დაინტერესებულმა პირმა და ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ამ ღირებულებებს.“

აღნიშნულ მოხსენებაში პირდაპირი მითითება იყო ევროპის სუპერ ლიგაზე, როგორც საფრთხე ევროპისათვის: „უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სპორტული მოდელის ჩამოყალიბებაში თვალშისაცემი პროგრესი არ ყოფილა. დებატების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი დრო და ენერგია დაიხარჯა სახელწოდებაზე და არა მის შინაარსა თუ მახასიათებლებზე. სანამ ამგვარი დაძაბულობა და გაურკვევლობა სუფევს, სიტუაციის გამოყენებას ცდილობენ ძალები, რომლებიც თავიანთი მიდგომებით საფრთხეს უქმნიან ევროპულ სპორტსა და მის მომავალს. ამის ნათელი დასტურია ევროპის სუპერ ლიგის იდეა. საბედნიეროდ, ძლიერი წინააღმდეგობის გამო, არსებულ მომენტამდე შეუძლებელია მისი განხორციელება. ყველა ინდივიდი თუ ინსტიტუტი ვალდებულია დაიცვას და აღიაროს ის პრინციპები, რაც ევროპულ სპორტს ასეთ სანახაობრივს, პოპულარულსა და წარმატებულს ხდის.“

ფრანკოვსკის პარალელურად, კიდევ არა ერთმა დეპუტატმა გაააკრიტიკა ახალი ტურნირის შემოსვლა საფეხბურთო სამყაროში.

AS


1

24 ნოემბერი 2021 15:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
სუპერლიგის პროექტში მთელი რიგი ცვლილებებია უკვე, ეს განხილვა მის ძველ ფორმატს შეეხო, რომელიც სპორტულ პრინციპს გამორიცხავდა და მხოლოდ პრივილეგირებულ გუნდებს ექნებოდათ მონაწილეობის საშუალება. პერესი სიტუაციას აკონტროლებს მოცემულ მომენტში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)