კურტუა:„შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს“
ტიბო კურტუამ „შერიფთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ვიცით, რომ რთული თამაში გვაქვს. „შერიფი“ საკუთარ მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯება და კარგი შედეგის ჩვენებას შეეცდება. ამ გუნდთან თამაშის გამოცდილება მივიღეთ და ვეცდებით, ბერნაბეუზე დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ისინი თავს შესანიშნავად იცავენ და კონტრ-შეტევაზე მარტივად გადადიან.“
„როდესაც შესაძლებელია, მაქსიმუმი უნდა გაიღო საკუთარი კარის მშრალად შესანახად, თუმცა ხანდახან სხვაგვარადაც ხდება ხოლმე. მთავარი ის არის, რომ გუნდმა მოიგოს.“
„ინდივიდუალურ ჯილდოებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მირჩევნია ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, ეს ნამდვილად დასამახსოვრებელი მომენტი იქნება ჩემს კარიერაში. კარგად ვიცი, რას ვაკეთებ, რა დონეზე ვთამაშობ და რისი ღირსი ვარ.“
„აზარი ყოველთვის ოცნებობდა „რეალში“ თამაშზე და ძალიან ვწუხვარ, რომ მისი მადრიდული კარიერა ასე წარიმართა. მჯერა, რომ ვითარების შეცვლა და დასტაბილურება შესაძლებელია. კუჭის პრობლემების გამო ედენი „შერიფთანაც“ ვერ დაგვეხმარება, თუმცა შემდეგ ყველაფერი გამოსწორების გზაზე იქნება. მრავალი წელია ჩემს თანამემამულეს ვიცნობ და ვიცი, რა დონის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ.“
„ნიჭი ასე მარტივად არ იკარგება. რატომღაც, ხალხს დაავიწყდა, რა დონის მოთამაშეა აზარი და რამხელა დახმარების გაწევა შეუძლია სამეფო კლუბისთვის. ის აუცილებლად გაიბრწყინებს და ყველას გაახსენებს ძველ ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი იყო.“
„„შერიფს“ გულშემატკივართა დიდი არმია დაუჭერს მხარს, ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ყველაფერი წესრიგში გვქონდეს. მადრიდის „რეალმა“ ბერნაბეუზე ბევრი მომენტი გააფუჭა, ახლა კი ანალიგიურის გაკეთებას არ ვაპირებთ.“
- 23 ნოემბერი 2021
- 418
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.